ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მესტიაში ხატზე დაფიცებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„სვანებმა რომ ხატზე დაიფიცეს, მაინერებს აღარ გამოვიყენებთო, შთავგონდი და დავიფიცე, დედაჩემის დაბადების დღემდე ცომს აღარ შევჭამ მეთქი.
ვასრულებ, მსუბუქი დარდის თანხლებით, ასატანია რომელიც, მაგრამ ვზივარ ახლა შამფურზე შემწვარი ხაჭაპურის წინ და ვფიქრობ, კაი, გავხდები, მაგრამ მერე გამხდარმა რა ვაკეთო?“, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.
მესტიაში 2021 წლის 30 დეკემბერს, ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ.
კომენტარები