• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო, გზის გაწმენდა ვერ ხდება

ალია ავტორი - ალია
16:11 03-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე შეფერხება იყო. ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების მარაგი აქვს.

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელ რგოლთან კოორდინაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სრულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის დაახლოებით, 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი. ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთვევაში, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტობრივად უკონტროლო შესყიდვებს ბევრ სუპერმარკეტში, თუ საცალო ობიექტში. დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები ქვეყანაში კონტროლდება და მოვუხმეთ მოსახლეობას სიწყნარისკენ. ვიცით, რომ ეს შეკვეთები გზაში არის. კლიმატური პირობების გამო ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა რთულდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ მარშრუტებზე სირთულეებია, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით, 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას იქიდან გამომდინარე, რომ გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ პანიკას არ ავყვეთ. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი რამ ხდება, მოკლევადიანად გარკვეული დღეების, ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, რაც ისევ მომხარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, – აცხადებს დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მოხდეს.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესებს, იყო პრემიერის განცხადებაც, თითოეული ბიზნესი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. თუმცა, პანიკა ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. ველოდებით, რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზის გაწმენდა მოხდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ძალიან დიდია და ჭარბად არის შეკვეთილი, ვინაიდან ჩვენ რეგულარული მუშაობა გვქონდა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სტაბილური ფასები. განსაკუთრებული მექანიზმები გვექნება იმისთვის, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის სავალუტო რისკები იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს კომუნიკაციას ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისთვის, რომ სურსათის მომარაგება ან პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved