რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ცოტა ხნის წინ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შევიდნენ. ადვოკატებმა ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.
“ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლად ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულება და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა,”- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს მისი გუნდის წევრები გეგმავენ.
კომენტარები