საფრანგეთი სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციის პერიოდს ამცირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს 10 დღის ნაცვლად მხოლოდ შვიდი დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა.
მისი თქმით, მათ, ასევე, 5 დღის შემდეგაც შეეძლებათ იზოლაციიდან გასვლა, თუ ტესტს ჩაიტარებენ და პასუხი უარყოფითი იქნება.
ასევე, არ მოუწევთ კარანტინი სრულად აცრილ ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტი იმყოფებიან.
მაგრამ მათთვის, ვინც არ არის აცრილი იზოლაციის პერიოდი არ მცირდება და 10 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევთ. ტექსტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, 7 დღის შემდეგ მოეხსნებათ იზოლაციის ვალდებულება.
კომენტარები