ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიების მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მიტროპოლიტს კუჭში ფარული სისხლდენა აქვს და შეუძლოდ წუხელ გახდა.
ის უგონო მდგომარეობაში, ცაგერში, საკუთარ კელიაში იპოვეს, რის შემდეგაც ჯერ ქუთაისში, რამდენიმე საათის შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.
კომენტარები