Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 388-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 514 871 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 936 844 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 896 868, გარდაიცვალა 13 860 პაციენტი.
კომენტარები