• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა იკვებოთ, რომ ახალი წლის შემდეგ წონაში არ მოიმატოთ – დიეტოლოგები გვირჩევენ

ალია ავტორი - ალია
20:34 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია და ბევრი მაღალკალორიული კერძისგან შედგება. პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ კვება. თუ იმავე დროს ივახშმებთ, როგორც სხვა დღეებში, ახალი წლის ღამეს ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაზღვეულნი იქნებით. ასევე, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ღამის ქეიფი, უამრავი ტკბილეულისა და დესერტის მიღება უმჯობესია მეორე დღის დილისთვის გადავდოთ. ბევრს ავიწყდება, რომ 1 იანვარს აუცილებელია საუზმე, სასურველია 11 საათამდე. ასევე, კარგი იქნება, თუ ტკბილეულს დღის პირველ ნახევარში მიიღებთ და კლორაჟსაც არ გადააჭარბებთ.

დიეტის დაცვით არ ღირს ახალ წელს ახალი
ცხოვრების დაწყება. ძალიან ბევრი საკვების მიღება ორგანიზმითვის ტვირთია, ხოლო მკაცრი დიეტებით დამატებით სტრესს უქმნით. ამიტომ, ჯობს, საჭმლის მომნელებელ სისტემას გარკვეული დრო მისცეთ, რომ შეზღუდებისთვის შეემზადოს.
რა უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრაზე?
სუფთა წყალი გაზის გარეშე – მაგრამ არა მინერალური წყალი ან შაქრიანი სასმელები. წყალი სხვა სასმელებთან შედარებით, უკეთ მოგიკლავს წყურვილს, ასევე სისავსის შეგრძნებასაც მოგანიჭებთ.
ახალი, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული – გააუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ნაკლებ ადგილს დატოვებს უფრო კალორიული კერძისთვის.
მსუბუქი, დაბალკალორიული წასახემსებლები. უმჯობესია მათთვის სოუსებს თუ ცალ-ცალკე მიირთმევთ, რადგან ხშირად სოუსები ძალიან მაღალკალორიულია.
მენიუზე წინასწარ იფიქრეთ. სადღესასწაულო სუფრისთვის მაღაზიაში წასვლამდე წინასწარ შეადგინეთ პროდუქტების სია, რათა ზედმეტი არ იყიდოთ (და შესაბამისად არ შეჭამოთ). არ მოამზადოთ ცხიმიანი სალათები და
ძალიან ბევრი კერძი, რათა რამდენიმე დღე არ მოგიწიოთ მათი დასრულება.
მაშინაც კი, თუ გრძნობთ, საახალწლო წვეულების ცდუნებას ვერ გაუძელით, არ ინერვიულოთ: ერთი ზედმეტი ჭამით თქვენს ფიგურას განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, სულაც არ არის აუცილებელი, ყველაფერზე უარი თქვათ, რაც გიყვართ, უბრალოდ, დააბალანსეთ და გამოიზოგეთ.
ცხიმის შემცირება
საკვებში ცხიმის რაოდენობის შესამცირებლად, გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:
აირჩიეთ უცხიმო ხორცი. ასევე, ფრინველის ხორცი, კანის გარეშე (ყველაზე დაბალი კალორიული შემცველობა ხბოს ხორცს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – ღორის ხორცს).
უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ ხორცხს.
მოერიდეთ ცხიმიანი არაჟნის, მაიონეზისა და მაღალპროცენტიანი ნაღების გამოყენებას.
შემწვარი პროდუქტი ჩაანაცვლეთ მოხარშულით.
გახსოვდეთ, რომ მცენარეული ზეთები საკმაოდ კალორიულია, ამიტომაც სალათებში შეზღუდული რაოდენობით გამოიყენეთ.

იმისათვის, რომ სადღესასწაულო სუფრა თქვენს კილოგრამებზე არ აისახოს, რამდენიმე რეკომენდაცია გამოგადგებათ:
არავითარი დაბალკალორიული დიეტა და შიმშილი! ჭარბი წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, მინიმალური ცხიმითა და მარტივი ნახშირწყლებით. თუ დიეტას იცავთ, მაგრამ იცით, რომ ახალ წელს მის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ, მაშინ უმჯობესია ახალ წლამდე არაუგვიანეს რამდენიმე დღით ადრე აკრძალვები მოხსნათ და რეგულარულ, დაბალანსებულ კვებაზე გადახვიდეთ.

წყალი აუცილებელია! ის ცხიმების წვის პროცესს აჩქარებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და დადებითად აისახება ორგანიზმზე. ექიმები გვირჩევენ, დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხის დალევას (ამაში წყლის გარდა შედის, ჩაი, წვენები, რძის პროდუქტები).
ამოიღეთ წახემსებები! შეწყვიტეთ მუდმივად რაღაცის ჭამა. უარი თქვით გაზიან სასმელებზე და მიირთვით ჩაი ან წყალი.

დღესასწაულების დროს ბევრ ადამიანს მომატებული მადა და ტკბილეულის გამძაფრებული მოთხოვნილება აქვს. ამიტომ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ უპირატესობა მივანიჭოთ მწვანე ჩაისა და ჩირებს. ისინი მადას აქვეითებენ.
გარდა ამისა, შეცვალეთ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები (კონიაკი, არაყი) და ლუდი კარგი მშრალი წითელი ღვინით (მისი ენერგეტიკული ღირებულება დაბალია).

იმისათვის, რომ ზედმეტი არ მიირთვათ, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო ხორცს: აირჩიეთ საქონლის, ხბოს, ცხვრის ხორცი გრილზე შემწვარი. არ დაგავიწყდეთ, ზღვის პროდუქტები, ისინი ნაკლებ ცხიმს შეიცავენ და ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ხორცს ძალიან უხდება ბოსტნეული, ამიტომაც საინტერესო კომბინაციის მოფიქრება შეგიძლიათ.
პური უნდა მომზადდეს მხოლოდ ჭვავის ფქვილისგან და მიირთვათ ცივ მდგომარეობაში.

mshoblebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved