პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მოვრჩეთ ერთმანეთის დამუნათებას ვის უფრო უყვარს მიხეილ სააკაშვილი და ვინ უფრო ზრუნავს მასზე!!!
კმარა მიშას ჩამოსვლის, ციხეში ჯდომის, წამების ხარჯზე დივიდენდების მიღება და ეს ყველას გვეხება! ყველას!!!
სადაც ვართ, როგორც ვართ, ქუჩიდან, სახლიდან, საავადმყოფოდან, ციხიდან, ყველა, ვისაც გაკეთებული გვაქვს არჩევანი საცივსა და თავმოყვარეობას შორის თავმოყვარეობის სასარგებლოდ, უნდა ვიყოთ ერთად, იმის მიუხედავად, გვიყვარს ერთმანეთი თუ არ გვიყვარს! რა დროს ერთმანეთთან შეჯიბრებაა ხალხო! ყველაფერი თავზე გვემხობა! რა დროს ურთიერთქიშპია!
ყველა ერთად, ვისაც საიდან და როგორც შეგვიძლია – მიშას, ამ ქვეყნის, საკუთარი თავების და შვილების გადასარჩენად!
მერე გვიან იქნება!
კომენტარები