• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, რომლებიც ასე ბევრს შრომობენ, რათა საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
14:47 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 2021 წლის შემაჯამებელ ვიდეოში.

„2020 წლის გამოწვევებმა ჩვენი, როგორც გლობალური საზოგადოების შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არც ერთ ქვეყანას მათთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს.

2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა​, გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს”, – აცხადებს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩომ საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გააორმაგა.

„ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა-დივერსიფიკაციისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის. 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია”, – აღნიშნავს კელი დეგნანი 2021 წლის შემაჯამებელ ვიდეოში.

გავრცელებულ ვიდეოში საქართველოში აშშ-ის საელჩო 2021 წელს განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved