იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 98 020 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო წინა დღეს – 78 313.
გარდაიცვალა 136 ადამიანი (გუშინ – 202).
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაკეთდა 1 029 429 ტესტი. საავადმყოფოში მკურნალობას 10 578 ინფიცირებული გადის, ხოლო რეანიმაციაში – 1 185.
კომენტარები