“მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რეაბილიტაცია და გადმოჰყავთ, ფაქტობრივად, მოსაკლავად”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ხელს აწერენ პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე, უკვე დიდი ხანია მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ თუ რეაბილიტაციის დასრულებამდე გადაიყვანდნენ ციხეში დაიწყებდა შიმშილობაა.
პარტია, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. უნდათ რომ ამ ბრძოლაში გამოგვიწვიონ, აუცილებლად მიიღებენ, ნურავის ნუ ჰგონია, რომ ვინმე აპირებს ხელების ჩამშვებას და მხოლოდ შიმშილობით შემოფარგვლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები