დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება. რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციები შემოვიდა და არასრულწლოვნებზე გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ, სურათი არანაირად არ შეცვლილა. ეს არ არის სათამაშო და გასართობი.
ეს იგივეა ბავშვს იარაღი მისცე და გაასროლინო. ძალიან ხშირად ისეთ ტრავმებს იღებენ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მიგყვება, არის ხოლმე ინვალიდიზაციაც კი,“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
კომენტარები