სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ წერს:
„რა საჭიროა ხბოს აღტკინება ანტივაქსერი მინისტრყოფილი ტიკარაძის მიმართ?! ქალმა გასაგებად თქვა, თუ ჩემს კორუფციულ ინტერესებს შეეხებით, მე თქვენს კორუფციულ ინტერესებზე მოვყვებიო. ასე რომ, თქვენც ჩუ! და მეც ჩუ! -ო ეს იყო მთელი ალია-ბალია p.s. კუჭავაც არ დაიკარგება, ნაცმოს მფარველობით სამთო-მომპოვებელი კომპანია ჰქონდა რაჭაში. გააგრძელებს ახლაც წიაღისეულის ძებნას. p.p.s. ღმერთო, რა გახდა, ადამიანისა და ქვეყნის მოყვარული მთავრობა რომ გაიმეტო ჩვენთვის? ერთხელაც გადაგვარჩინე, ეს ერთი საშობაო სურვილიც შემისრულე“ – წერს სოფიო ხორგუანი.
კომენტარები