• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიცი არც ამას დამიჯერებთ, მაგრამ მე ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ!“ – ზვიად ტომარაძე ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
13:07 03-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მიმართვა ხელისუფლებას!
მდგომარეობა რთულია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ჩვენ როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანას, დიდი ალბათობით წინ სერიოზული გამოწვევები გველოდება. ვისურვოთ რომ კორონა ვირუსს მალე დავამარცხებთ, მაგრამ ვალდებული ვართ ვემზადოთ უარესისთვის. ვირუსული ინფექციების გარდა, მსოფლიოში მოსალოდნელია კლიმატური კატაკლიზმები, ომიანობა, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. ეკონომიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ უსაფრთხოების გამო, ჩვენ უნდა გავხდეთ თვითკმარი სახელმწიფო! ახლა მაინც თქვით უარი ლიბერალურ „თავისუფალ ბაზარზე“, აქტიურად ჩაერიეთ ეკონომიკაში პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით. მიიღეთ კანონი „სასურსათო უსაფრთხოებაზე“. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციის ფონზე. საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა გაგვაჩნია! მადლობა ღმერთს ამირან გამყრელიძის მსგავსი პროფესიონალები ეკონომიკაშიც მრავლად გვყავს! დაელაპარაკეთ ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, პროფესორებს და ერთობლივად დაგეგმეთ გასატარებელი ღონისძიებები! მთელი ფინანსური რესურსი მიმართეთ „სასურსათო უსაფრთხოების“ შესაქმენლად! დათვალეთ რა კულტურას და რამდენ ტონას მოვიხმართ ერთი წლის განმავლობაში..ახლა გაზაფხულია დაამუშავეთ მიწები მთელი საქართველოს მასშტაბით! განა შეიძლება ხორბლის სამშობლო გვერქვას, მსოფლიოში არსებული 23 სახეობის ხორბლის ჯიშიდან 14 ქართული ჯიში იყოს და ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული? შექმენით ფერმები! ძალიან კარგია, რომ წელს მიიღეთ 200კილოგრამზე ზევით ცოცხალი საქონლის გატანის აკრძალვა, მაგრამ ეს მაშინ გააკეთეთ, როდესაც ურემი გადაბრუნდა, ქვეყანაში ცოცხალი საქონელი ფაქტიურად აღარ დარჩა და საქონლის ფასი თითქმის 30 ლარამდე ავიდა. ვიცი არც ამას დამიჯერებთ, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი გამეფრთხილებინეთ, როგორც წლების წინ გაფრთხილებდით, რომ მსოფლიოში მოსალოდნელი კრიზისების დასაძლევად, შეგექმნათ “სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოება”. გაფრთხილებდით, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მწარმოებელი სახელმწიფო და არა მხოლოდ მომხმარებელი, არ შეიძლებოდა ტურიზმი ყოფილიყო მთავარი ფულის შემომტანი სფერო და არ უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ ემიგრანტების ფულადი გზავნილების იმედად! მხოლოდ მე ნუ დამიჯერებთ, დაუჯერეთ ნიკო ნიკოლაძეს, ქართველ პროფესორებს პაატა კოღუაშვილს და მიხეილ ჯიბუტს, ბრიტანელ პროფესორს რობერტ უეიდს, გერმანელ ეკონომისტს ფრიდრიხ ლისტს, ამერიკელ პოლიტოლოგს ჩალმერს ჯონსონს, ამერიკელ ეკონომისტს იოზეფ შტიგლიცს, ნორვეგიელ ეკონომისტს ერიკ რეინკერტს და სხვებს…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved