ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური ქსელის საშუალებით სალომე სამადაშვილს მიმართავს:
„დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა და ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერიო. ეიჯიზმში არ ჩამომართვათ, მაგრამ ნაადრევად შეპარვია ქ-ნ სალომეს ამნეზია და ეტყობა დაავიწყდა ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს ნაცმოძრაობის და სააკაშვილის ნოტარიუსად გადაქცეული პარლამენტი რას წარმოადგენდა. კონსტიტიციის ჯგუფური გაუპატიურება, დრაკონული კანონების მიღება, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე და უამრავი სხვა საძაგლობა. აი ეს იყო სწორედ ძალიან მტკივნეული საყურებელი და შედეგიც მოგიტანათ – ხელისუფლებიდან გასტუმრება“ – წერს ანჯაფარიძე.
კომენტარები