„ილოცეთ მაგდასთვის” – ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მაგდა ხარაიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის გუშინვე თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას რთული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს.
მაგდა ხარაიშვილი, რომელიც კარის მეზობელს სამსახურისკენ დაემგზავრა ავტომობილიდან გადმოვარდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
კომენტარები