• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნასაკირალზე ბევრ უპატრონოდ დაყრილ ძაღლს ვხედავ და ჩემი ბავშვობისდროინდელი ამბავი მახსენდება – ზურაბ შევარდნაძის ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
14:05 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წლების წინ მომხდარ შემთხვევის შესახებ წერს:

„ნასაკირალზე ბევრ უპატრონოდ დაყრილ ძაღლს ვხედავ და ჩემი ბავშვობისდროინდელი ამბავი მახსენდება სულ, მინდა გაგიზიაროთ.ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიკვილზე, მეც ავედევნე.. ბებიამ მოგვაძახა “არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ ხოროში..

ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად, გეყურებაა?..”მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა “მერიკო, ხოროში” და სკამლოგინაზე ჩამოდო, ნაშუადღევს დაგვიბარა.

წისქვილის წინ,მოზრდილ ყუთში, ბიქტორას სამფეხა ძაღლს, რომელსაც ფეხების რაოდენობის გამო როიალას ეძახდენ, ემშობიარა და შვიდი ერთიმეორეზე ჭრელი ლეკვი მზის გულზე გამოეფინა. გადავირიე და შავ თეთრთათებიან ლეკვს ვეცი, ბიქტორას ცოლმა ნინამ მითხრა ” თვალი გუშინ გამოანჭყირეს ნენა, ჯერე ცოდუაა, ჭამოს ერხანს ძუძუ და არიკაცს არ გავაკარებ, შენ გაგატანო”

მას მერე ყოველ დღე დავდიოდი წისკვილზე. შინ ორი ძაღლი გვყავდა ამიტომ ლეკვი დედულეთში, ბახვში წავიყვანე ბებიასთან. ბებიამ საძროხის წინ მიუჩინა ყუთი, დილას და საღამოს მოწველილ რძეს უხვად ჩაუთქრიალებდა ალუმინის საღანში, ისიც დაეწაფებოდა. ცხვირს რომ ამოყოფდა ჭურჭლიდან შავი სახე რძით ქონდა მოსვრილი, მოდღურული, ამიტომ სიყვარულით მოდღუ დავარქვი.საშუალოზე პატარა ტანის, ეზოს ძაღლად მალე გადაიქცა მოდღუ, მხიარული და ძალინ ერთგული გამოდგა, მარა ეშამკი რომ შეუჩნდება რამეს..

გაწუწკდა მოდღუ და ბუდეებს შეჩვია, ქათამი აკაკანებული არ იყო მიადგებოდა და ამოსვლეპდა კვერცხებს საბუდარიდან. მძევალსაც არ ტოვებდა.. ჩვენს ბუდებს რომ ჩამოუვლიდა მერე მეზობლების საქათმეებს სტუმრობდა.

ჯერ მორიდებით და ბოლოს იმატა მეზობლების ავმა საჩივრებმა. “კვერცხი არ შეგვარჩინა შურა დია”, ” ქათმები დამიფთხო და ბუდეს აღარ ეკარება არცერთი”, “მოჭვა წამოაგდო გუშხამ ბუდიდან მაგ მოსასპობელმა” კი მერიდება მარა, აღარაა საშველი შურა დია..

“წუწკი ძაღლის გულობიზა ამდენ ნაფერებ მეზობელს ვერ მევინდურებო” თქვა ბებიამ და მივხვდი ცუდად დამთავრდებოდა მოდღუს ამბავი.

ადრე დილას ლოტარა ბრიგადირს გაურიგდა, ქალებს რომ წეიყვან ჩაში, წყალწითელაში გაგატან და გუუშვიო. სკოლიდან, რომ დავბრუნდი მოდღუ აღარ დამხვდა, ლოტარა ბრიგადირმა “ბეგლარიძის წისქვილთან დავტიე დვაბზუში, მაღაზიებია, სასადილოებია, ბევრი ხალხი ტრიალობს და არ დეიმშევაო.” იმ ღამეს არ მძინებია და მას მერე ბევრი ღამე მოდღუზე დარდში გავათენე. ყველა ვინც კვერცხის გამო მოდღუს უჩიოდა ბოროტად შევრაცხე.

იმ ზამთარს ბებიას დიდი სანერვიულო შეხვდა და არ იყო კარგად. ოზურგეთელმა გულის ექიმმა მაჟავიამ საავადმყოფოში უნდა დაწვეთო. ექიმის სიტყვა კანონი იყო და მივგვარეთ ბებია მჟავიას.

დანარჩენი მონაყოლი ვიცი, იმ ღამეს ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო. ბებიას მოდღუს ხმა უცვნია, ფანჯრიდან გადაუხდავს და რა დაუნახავს? მოდღუ შვიდი, თავისნაირი ლეკვით.. ბებიას გული აჩუყებია, ეზოში ჩამოსულა და კარისკაცმა გვიამბო ” მოვხუცდი კაცი და აქამდე ამფერი აფერი არ მინახავსო..” თავიდან ფეხებამდე ლოკავდა თურმე ბებიას ძაღლი.

იმ დღიდან ბებიას გამოჯანმრთელებამდე მნახველების მიტანილი ფუნთუშებით და მაწონით იკვებებოდა მოდღუ და მისი წვრილშვილი. ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათ დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა.მოდღუ და თავისი ლეკვები ბებიას ფანჯრის ქვეშ დაბანაკდენ და არ სცილდებოდენ იქაურობას.

მოკეთებული ბებიას მოსაკითხად მამა და მე მივედით, ბებია წინ ჩავსვით, მოდღუ მე და მისი შვიდი ლეკვი უკანა სავრძელზე მოვთავსდით. გვაცილებდა ყველა, ექიმი ექთანი, სანიტარი, პაციენტები.. მას მერე ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი არ ვიცი. იმ ღამესაც არ მიძინია..

ბებიამ მე მოდღუს და მის შვილებს დუსტი მოგვაყარა უხვად, მერე დიდ ჩახანაში წყალი გაათბო და ძაღლი და ლეკვები სარეცხი საპნით დავბანეთ. სამონელით მოვაცილეთ ძველი ბეწვი.ბებიას სანახავდ მოსულმა მეზობლებმა თითო ლეკვი უსიტყვოდ წაიყვანეს, ერთი ნაჭყებიებმა, ერთი ცეცხლაძნებმა და ანდღულაძნებმა. კლარა ბიცოლამ ორი წაიყვანა და ერთი ერკეთში გაუგზავნა ქალიშვილს. ლოტარა ბრიგადირმაც წაიყვანა ერთი. მოდღუს სულ გვრცხვენოდა რომ ასე მოვექეცით და გვიკვირდა არაფერი რომ არ ეწყინა და მაინც ერთგული დარჩა ჩვენი.მოდღუმ ბედნიერად, ლაღად იცხოვრა ბებიასთან აგერ ჩემს სტუდენტობამდე, კვერცხისკენ და ბუდისკენ არასდროს აღარ გაუხედავს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved