• რეკლამა
  • კონტაქტი
23:26, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს დენის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება – “ენერგო-პრო” მესტიის მოსახლეობას აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
13:54 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“ენერგო პრო ჯორჯია” აცხადებს, რომ ამ დროისთვის მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.

კომპანიის განცხადებით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს დენის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება, რისი უმთავრესი მიზეზიც უკანონოდ მიერთებული მაინერებია.

ენერგო-პრო ჯორჯიას ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გათიშეს.

“ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი განცხადებით, უკანონო მაინინგი მნიშვნელოვნად აზიანებს ინფრასტრუქტურას, რის აღდგენასაც 4-5 წელი დასჭირდება, გარდა ამისა, “აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved