• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საახალწლო გალაკონცერტი -„გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:49 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

კახა კალაძემ წლის ბოლო  მთავრობის სხდომაზე  საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ  ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება.  
“კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა,  გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა. 
გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების  წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში – როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. კახა კალაძემ საახალწლო პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. მინდა, მოგმართოთ, თბილად ჩაიცვით და  აუცილებლად  მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური  წარმოდგენა და ღონისძიება. აქვე,  მინდა, მეწარმეებს მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან  კარგი შესაძლებლობაა მათი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. მეამაყება, რომ  ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. მე მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა  საზოგადოების  ჩართულობა, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ დღეს გვქვს თბილისში ისეთი ადგილი, რომელსაც საახალწლო სოფელი ჰქვია, როგორც  ეს ყველა განვითარებულ ქალაქსა და დედაქალაქშია. ეს არის  სასიამოვნო გარემო  დასვენებისა  და განტვირთვისთვის. შეგიძლიათ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად  და გამოიყენოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved