• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე… აი, ესაა რის გამოც მეცინება ამ “ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე”! – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“2013 წლის შემოდგომაზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავცვივდით.

მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან დიპკორპუსს არ დაემშვიდობა (ნუ არც ჩვენ დაგვემშვიდობა, მაგრამ ეგ არ მანაღვლებდა).

ამ თემაზე დავურეკე, ვთხოვე ჩამოსულიყო და გამოსამშვიდობებელი მიღება გაემართა დიპლომატებისთვის.

ამასთან, ვთხოვე, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა – ვთვლიდი, რომ ეგ სურათი ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული ტრადიციისთვის, როდესაც წინა პრეზიდენტი, მომავლის ინაუგურაციას ესწრება.

დიალოგიც მახსოვს, მარგველაშვილი დამსახურებულ უცენზურო ეპითეტებში ამოვგანგლე, მაგრამ სააკაშვილს ვუხსნიდი, რომ მარგველა როგორი არარაობაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტად აირჩიეს და რადგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია შევქმენით, ახლა პრეზიდენტების ინაუგურაციის ცივილიზებული ტრადიციაც შევქმნათ, დავდგეთ არარაობებზე მაღლა და პატივი ვცეთ ინსტიტუტებს მეთქი.

ჩამოვიდა, დიპლომატების მიღება გააკეთა, მაგრამ ინაუგურაციის წინა დღეს მოგვიტყდა – ეგ თხოვნა არ შემისრულა, როგორც ყველამ შენიშნეთ, მარგველას ინაუგურაციას არ დასწრებია.

ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, მეგობრის რჩევა იყო, თუ მტრის, რასაც ვურჩევდით?

პატრიოტის რჩევა იყო, თუ მოღალატის, რასაც ვურჩევდით?

მე მგონია რომ ის რჩევა იყო, რაც პატრიოტ მეგობარს უნდა მიეცა, და ახლაც იგივეს ვურჩევდი დრო რომ დავაბრუნოთ, როგორი ისტერიკაც არ უნდა გაემართა.

მე მგონია, რომ კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს სურათი სადაც წინა პრეზიდენტი შემდეგის ინაუგურაციას ესწრება.

მე მგონი რომ ეს სურათი დღევანდელ პროცესსაც სანდოობას შესძენდა.

———

მარგველაშვილი როდესაც პრეზიდენტი გახდა, მას ხელში ჰქონდა ინსტრუმენტი და შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური დევნის დასრულებაში.

გასაგებია, რომ საბოლოოდ ივანიშვილის გადასაწყვეტი იყო, პოლიტიკური დევნა დასრულდებოდა თუ არა. ნებისმიერ შეწყალებას შეიძლება ახალი ბრალი და მსჯავრი მოყოლოდა.

მაგრამ, მარგველაშვილის ხელიდან, სწორი სიგნალი გაშვებული იქნებოდა – ინსტიტუტის მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, ქართული დემოკრატიული ტრადიციის აგებაში დადებული აგურია!

მაგრამ მაშინ მარგველაშვილს ეს არ აწყობდა – დემოკრატიული ტრადიცია არ ანაღვლებდა, სააკაშვილი მაშინ მტერი იყო.

ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ეროვნულ თანხმობაზე ფიქრი, მის პრიორიტეტებში არ შედიოდა მაშინ.

დღეს, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, იმ ბიძინა ივანიშვილის, ვინც მარგველაშვილი პრეზიდენტად დასდო.

თავად მარგველაშვილს, პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, დევნის დასასრულებლად და პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაფერი გაუკეთებია.

ახლა სააკაშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია და მარგველაშვილი მხრიდან მისთვის “პუტინის პატიმრის” ძახება არარელევანტურ მარგველაშვილს რელევანტურობას სძენს.

მე ვერ ვხვდები, მის სიტყვებს ვინმე რატომ უნდა ენდოს?

——

მოკლედ, აი ესაა რის გამოც მეცინება ამ “ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე”!

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved