• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინსპექტორის სამსახურში 2020 წელს შევიდა 2622 შეტყობინება… ჩვენ მის გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ” – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
14:33 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დეპუტატი, “მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი:

“სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პარტია, “მოქალაქეები” მის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.

ამ სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ, როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

მართალია, სამსახურის შექმნის პროცესში გარკვეული საფრთხე არსებობდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, პრაქტიკაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მიმართულება ჩამოყალიბებულია ცალკე დეპარტამენტის სახით, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა.

დღეს ნაცვლად იმისა რომ განხორციელდეს ქმედებები სამსახურის შემდგომი გაძლიერების კუთხით, რადგან თუნდაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სურვილს, რის უკანაც ნათლად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკურ ანგარიშსწორების ნიშნები. ამას ადასტურებს ისიც, რომ წარმოდგენილ კანონპროექტი მომზადებაში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები. გარდა ამასა, დაუშვებელია ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით. ეს გამორიცხავს შესაძლებლობას საკითხზე მოხდეს სიღრმისეული მსჯელობა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

ის ფაქტი, რომ ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა საგამოძიებო კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხადყოფს ციფრებიც, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა 2622 შეტყობინება. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე.

საინტერესოა, რომ პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშისთვისაც არ მოუსმენია, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აქვს.”

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved