• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანე ჩხაიძე: საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა ჩამთავრების მრუდზეა, მეექვსე ტალღა „ომიკრონით” იქნება განპირობებული

ალია ავტორი - ალია
12:41 12-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა ჩამთავრების მრუდზეა. ქვეყანაში მეექვსე ტალღა „ომიკრონის“ ვირუსით  იქნება განპირობებული  და მისი  მიმდინარეობისას, ყველა იმ მონაცემზე დაყრდნობით,  რაც დღეს გვაქვს, ინფიცირებულების რაოდენობა იქნება მეტი, ვიდრე იყო პიკზე, თუნდაც აგვისტოს,  ან ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ – ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

ჩხაიძემ არსებული ეპიდვითარება შეაფასა და კორონავირუსის ახალ შტამთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

„პირველად,  გუშინდელი დღე ბოლო 2 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე  გამონაკლისი იყო. 4 ოქტომბრიდან, პირველად ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა  1000-ს ჩამოსცილდა. შესაბამისად, შეგვიძლია  უკვე მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც  ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რეალურად შემცირებისკენ მიდის და  ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი  იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა ჩამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც უკვე 3 500-ზე მეტია – ასეთი დიდი რადენობის  ბოლო 2 თვის განმავლობაში არ ყოფილა. ასევე აღნიშნულზე მიუთითებს დადებითობის მაჩვენებელი. რომ არა „ომიკრონის“ საფრთხე, ჩვენ შეგვეძლო განგვეცხადებინა, რომ საქართველოში პანდემიის ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე მეხუთე ტალღა  დასასრულისკენ მიდის. თუმცა,  „ომიკრონის“ საფრთხე რეაგირებას სრულიად სხვა მიმართულებით მოითხოვს. 

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ „ომიკრონის“ საფრთხეზე,  პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს იმ ქვეყნების გამოცდილება, უფრო ევროპის ქვეყნებს ვითვალისწინებთ,  რომლებმაც „ომიკრონის“ პირველი შემთხვევების გამოჩენიდან  ძალიან ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში  ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს. ორი ქვეყანა გამოდგება მაგალითად:  პანდემიის  განმავლობაში  დანიას შემთხვევების მაქსიმუმი   4 500 ჰქონდა, გუშინ კი 14 000  ინფიცირებული აღნიშნა. ანალოგიური მატება  აქვს საფრანგეთს:  ინფიცირებულების რაოდენობა მაქსიმუმ 83  000  იყო,  ახლა უკვე 113 000-ია. შესაბამისად, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ  რა შეიძლება ითქვას  „ომიკრონის“ მომავალ მატებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ გამოცდილებას ვითვალისწინებთ და ვამბობთ,  რომ მოსალოდნელია, იანვრის შუა რიცხვებისთვის, ანუ 3 -კვირიანი შუალედით პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე პიკზე გვქონდა, ეს იყო 17 აგვიტოს, 6 208 ინფიცირებული. ძნელი სათქმელია, რა იქნება უფრო მეტი რაოდენობა. დანიის სცენარის მიხედვით განვითარდება და  ორჯერ მეტი იქნება,  12-15 ათასი გვეყოფლება, თუ  დიდი ბრიტანეთის, ან საფრანგეთის სცენარით და 8-9  000 ინფიცირებული იქნება. ცხადია, რომ ქვეყანაში მეექვსე ტალღა განპირობებული იქნება „ომიკრონის“ ვირუსით და მისი  მიმდინარეობისას, ყველა იმ მონაცემზე დაყრდნობით,  რაც დღეს გვაქვს, ინფიცირებულების რაოდენობა იქნება მეტი, ვიდრე იყო პიკზე, თუნდაც აგვისტოს,  ან ნოემბრის მონაცემებთან შედარებით. ჩვენ უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. როცა ყველა ქვეყანა  შემთხვევების მკვეთრ მატებას აფიქსირებს, ანალოგიური დინამიკა, ალბათ, ჩვენთანაც იქნება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით,     ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა „დელტას“  მსგავსი, ან უფრო მძიმეა.

„ის რაც მეორე მხრივ მნიშვნელოვანია: ერთია შემთხვევების მატება და მეორე კი  ის, თუ ეს შემთხვევა უფრო მძიმეა, იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, შესაბამისად,  საავადმყოფოში პაციენტების დიდი რაოდენობის მიმართვისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკი არსებობს. მაგრამ, ერთი რამ,  რაც ძალიან საყურადღებოა:  ჯერჯერობით არცერთი ქვეყანა არ მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა იმის მსგავსია, როგორიც „დელტა“, ან უფრო  მძიმე.  ეს მონაცემები გარკვეულწილად ოპტიმისტურია,  გვაძლევს იმის უფლებას, ვივარაუდოთ, რომ შემდგომში სხვა ქვეყნების მონაცემებიც ანალოგიური იქნება და „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობის განმაპირობებელი არ აღმოჩნდება. აქ მეორე მხარეა, რამაც შეიძლება, ქვეყანაში  არსებულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს: თუ შემთხვევების მატება 2-3 ჯერ მეტი იქნა, ვიდრე ადრე გვქონდა, მაშინ ამ შემთხვვების მატების გამო აუცილებალად იქნება უფრო მეტი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. ამიტომ, ეს სცენარიც გასათვალისწინებელია.  ამ მხრივ, ალბათ, შესაძლებელია,  გამოგვადგეს ის გამოცდილება, რც ქვეყანას აგვისტოს ბოლოს ჰქონდა, როცა 450 საწოლიღა  იყო დარჩენილი და საველე ჰოსპიტლის მოწყობა  გახდა აუცილებლი. ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ერთ-ერთი სცენარი, შესაძლებელი, ასეთიც იყოს.

ჯერჯერობით რამდენიმე ქვეყნის მონაცემზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ:  შესაძლებელია, 1-2 კვირის განმავლობაში იყოს  ინფექციის მკვეთრი  მატება და შემდეგ შემცირება. ანუ პიკი შესაძლოა, 1-2 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს“ – განაცხადა ჩხაიძემ.

მან „ომიკრონის“ სიმპტომებზეც ისაუბრა.

„ზოგადად სიმპტომატიკა მძიმე არ არის. ტემპერატურა არ არის 39-40 გრადუსი, როგორც გრიპის დროს, არ არის ძლიერი თავის ტკივილი, როგორც გრიპის დროს. მიმდინარეობა ზოგადად ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის  და ხანმოკლე. 3-4 დღიანია „ომიკრონით“ განპირობებული შემთხვვები და არა უფრო ხანგრძლივი, როგორც „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში.  ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, კონტაქტიდან სამ დღეში ვლინდება ამ  დაავადების ნიშნები, განსხვავებით „დელტასგან“ და ჩინური ვარიანტისგან“ –  განაცხადა ჩხაიძემ.

წყარო: კვირა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved