• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი საბარათე სისტემის დანერგვას მხარი დაუჭირა

ალია ავტორი - ალია
12:22 12-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თბილისის საკრებულომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი საბარათე სისტემის დანერგვას მხარი დაუჭირა.

თბილისის საკრებულომ რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გადახდის ახალი საბარათე სისტემის დანერგვის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა.

შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ულიმიტო საბარათე სისტემაზე გადადის. 

რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებში (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო), საბაგირო გზაზე „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობის ღირებულებას ახალი სისტემით გადაიხდიან.

ცვლილების თანახმად, მგზავრობის ტარიფის გადახდის შემდეგ პირი 90 წუთის განმავლობაში იმგზავრებს ულიმიტოდ, იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა. უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება და ისინი კვლავ დღეის მდგომარეობით მათთვის მოქმედი ტარიფით ისარგებლებენ. რაც შეეხება ვადიან სამგზავრო ბარათებს, მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებში, მეტროსა და საბაგიროში. ბარათით სარგებლობისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 15-წუთიანი ინტერვალი, ამასთან გადახდის სისტემაში ყოველი მგზავრობის დაწყებისას უნდა დაფიქსირდეს ვადიანი სამგზავრო ბარათი. ვადიანი სამგზავრო ბარათების ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 დღე – 3 ლარი ; 1 კვირა – 20 ლარი ; 1 თვე – 40 ლარი; 3 თვე – 100 ლარი ; 6 თვე – 150 ლარი; 1 წელი – 250 ლარი. ვადიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობა ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved