“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ხვდება.
ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც, რომელიც აპირებს, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი მოინახულოს.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
კომენტარები