• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რადგან მათ დასჭირდათ, ღამის პირველ საათზე ააწრიალონ საზოგადოება, მაშასადამე, არა აქვთ კარგად საქმე” – ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
00:36 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:

“ღამის პირველის წუთებია, მანიაკი ხელისუფლების გარდა 50 დღის მოშიმშილე პატიმარს სასაუბროდ პოლიტიკურად ვინ გაანერვიულებდა, გეკითხებით. ან საზოგადოებას ვინ მოიყვანდა ახალი წლისთვის ამ მდგომარეობაში?

უნდა ამას გააუქმებს, უნდა იმას, ანგრევს, ხალხო, სახელმწიფოს კაცი, ნაწილ-ნაწილ შლის… ვიღაც კაცია შემოსული და მიიტაცა სახელმწიფო. ჰყავს თავისი მონები და ვუყურებთ, როგორ შლის სახელმწიფოს და ვარჩევთ აქ, ეს პარტია მოგვწონს, თუ ის პარტია. რა პარტია, სახელმწიფო აღარ არსებობს. როგორ ბედავს, ვინ არის საერთოდ? რას ჰქვია გადაჰყავს?

უმაღლესმა ინსტიტუციამ, ქალბატონმა სალომემ, დაიწყო საუბარი, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. ამას ოპოზიცია კი არ ამბობს, არამედ ის ინსტიტუცია, რომელიც საკმაოდ დაახლოებული იყო ქართულ ოცნებასთან, ხო?

ვინმეს არ ეგონოს, რომ შემთხვევით მოხდა შალვა პაპუაშვილის დანიშვნა და კუჭავას გადაყვანა, კუჭავა თვაისი პოლიტიკური კულტურით გამოირჩეოდა. ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩევა შალვა პაპუაშვილი. რატომ ასე საახალწლოდ? ქალბატონმა ზურაბიშვილმა სიტყვა შეთანხმება ახსენა – ეს უნდა იყოს ან შეწყალება, ან ამნისტია, ისე შეთანხმება რანაირად იქნება, ესე იგი რაღაცა ჩაიფიქრა ამ ადამიანმა – ეს რაღაც უნდა იყოს პოლიტიკური აქტი. ერთ-ერთი პოლიტიკური აქტი, ამნისტია გადის საკანონმდებლო ორგანოზე. აი, საკანონმდებლო ორგანოში უცებ მოამაგრეს აგრესიული ფრთა – ეს გახლავთ შალვა პაპუაშვილი. ეს მაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქრო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მართლაც ჩაიფიქრა რაღაც.

დღევანდელი ალიაქოთიც ამის პასუხი. მაშასადამე, არა აქვთ კარგად საქმე, რადგან მათ დასჭირდათ, რომ აგრესიული ფრთა მოაძლიერონ, რადგან მათ დასჭირდათ, ღამის პირველ საათზე ააწრიალონ ქართული საზოგადოება, ესე იგი არა აქვთ კარგად საქმე. არ დამთავრდება ეს… იმ ავადსახსენებელი კარვებისა და ლეიბების არ იყოს, ახლაც ვამბობ, არ დამთვარდება კარგად…”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გადაჰყავთ, მოგვიანებით, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამ მომენტისთვის ისევ გორის ჰოსპიტალშია.

სად არის ამ წუთებში სააკაშვილი და რის გადასამოწმებლად მივიდა ჰოსპიტალში სახალხო დამცველის წარმომადგენელი?

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved