• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება შემდეგ ახალ წელს კოვიდის გარეშე შევხვდეთ -გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:28 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს:

– ნელ-ნელა შეიძლება ითქვას ის ფაქტიც, რომ 2022 წლისკენ შესაძლოა კოვიდი ისე აქტიურად აღარც ვახსენოთ, როგორც ახლა, ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. შეიძლება, რამდენიმე თვეში ეს ინფორმაცია შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით რაც ვიცით, გაგიზიარებთ:
კოვიდის ახალ შტამს ომიკრონი ჰქვია, სამხრეთ აფრიკიდანაა წამოსული და 2021 წლის 22 ნოემბერს დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის ტალღა მაღალია, მაგრამ ეს არც ისე საგანგაშოა. იქ სხვადასხვა შტამთან შედარებოთ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ომიკრონს 60 მუტაცია აქვს, ვიდრესაწყის ვარიანტს და 70-ჯერ სწრაფად ვრცელდება. თითქოს ეს მონაცემი საგანგაშო უნდა იყოს, მაგრამ – არა. მართალია, ძალიან სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ქსოვილებში ღრმად ნაკლებად აღწევს. ომიკრონი უფრო მეტად ცხვირის ღრუს, ხახას, ხორხს, ტრაქეას, ბრონქებს აზიანებს, მაგრამ ფილტვებს ნაკლებად უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია რინიტი, ანუ ცხვირის ღრუს ანთება, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, მაგრამ ნაკლებად ახლავს ფილტვების ანთება ანუ პნევმონია. ძალიან კარგი ამბავია, რადგანც, როგორც ცნობილია, ეს ვარიანტი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ღრმად ვერ ჩადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ გაციების ნიშნები, ვიდრე სუნთქვის უკმარისობა. ამ შტამის შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი ძალიან დაბალია.

როგორ ვლინდება ომიკრონი?

პაციენტს აქვს სურდო, თავის ტკივილი, დაღლილობა, ცემინება, ყელის ტკივილი. ეს კია შემაწუხებელი ნიშნები, მაგრამ ძალიან მსუბუქი კლინიკური ნიშნები აქვს. ნელ-ნელა დაავადება მძიმე პნევმონიიდან უფრო ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისკენ გადავიდა, გაციებას დაემსგავსა.

ამ მომენტისთვის შემდეგი ფაქტები ვიცით ომიკრონის შესახებ:

  • პირველ დღეებში იგივე კლინიკური ნიშნები აქვს, რაც “გაციებას”.
  • ნაკლებად ახლავს ანოსმია და აგევზია – ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს ყნოსვისა და გემოს დარღვევა ნაკლებად აღენიშნება. ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან უამრავი ადამიანი იტანჯებოდა ამით.
  • ნაკლებად გამოხატულია სიცხე
  • დელტა-ვარიანტთან შედარებით, ნაკლები სიმპტომატიკა ახლავს. მაგრამ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე “გაციება”.
  • თუ თქვენ გაქვთ გაციების ნიშნები, 50%-ია შანსი, რომ ეს ომიკრონის გამო იყოს, ამიტომ სიფრთხილე საჭიროა.
  • კლინიკური ნიშნები ვლინდება არა 5 დღეში, არამედ 2 დღეში. დელტა-ვარიანტისგან განსხვავებით, დაავადება კი არ გრძელდება 7-14 დღე, არამედ ბევრად მცირე ხანს, დაახლოებით 4-5 დღე. გარდა ამისა, ინფექციის გადაცემის რისკი 8 დღის შედეგ მინიმალურია. ნელ-ნელა ეს დაავადება სუსტდება. ხოლო, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კოვიდი, ტესტი კონტაქტიდან 72 საათში უნდა გაიკეთოთ.
  • იმისათვის, რომ დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ, დაჯექით მოშორებით, ფანჯარა გამოაღეთ, ნიღაბი გაიკეთეთ – არაფერი განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ამას არ სჭირდება.

რა მონაცემებიც სამხრეთ აფრიკიდან გვაქვს, მკურნალობაში გამოიყენება დექსამეთაზონი, რომელიც კორტიკოსტეროიდია და კოვიდის მძიმე ფორმების დროს წამყვან პრეპარატად რჩება. მსუბუქი ფორმების დროს არ მიიღოთ, ტყუილად გადაყრით ფულს. ასევე, თუ ვინმეს მძინე ფორმა აქვს, IL-6-ის რეცეპტორის ბლოკერი და პაქსლოვიდი გამოიყურება.

2022 წლის მიწურულს, შეიძლება შემდეგ ახალ წელს კოვიდის გარეშე შევხვდეთ. ეს ძალიან დამაიმედებელი ინფორმაციაა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved