• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება – ირაკლი ხმალაძე

ალია ავტორი - ალია
19:30 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი – უცვლელი რჩება.

ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.

„დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო მეტი უჯდება – დაახლოებით, 60-70%, ვიდრე მოსახლეობის, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორის მომსახურება. ამჟამად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი არის ბიზნესსექტორის სუბსიდირებული ნაწილი. ეს არის მუნიციპალიტეტის დაფინანსება – მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი. სწორად არ მიგვაჩნია, რომ სუბსიდირება მუდმივად გაგრძელდეს. შესაბამისად, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved