• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან შემაშფოთებელია ამ კანონპროექტში შემავალი დებულებები – კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

ალია ავტორი - ალია
18:45 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. როგორც დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეხება.

ელჩი მიმართავს პარლამენტს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ დაჩქარდეს.

„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან სასაუბროდ. საქართველოში მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის როლი არის მნიშვნელოვანი. მისი საქმიანობა უკავშირდება საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას და მათ შეკავებას, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ზოგჯერ ადამიანები არ არიან ბედნიერები ამ გამოძიებების გამო. რაც შემაშფოთებელია, ეს არის გავრცელებული ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ამ სამსახურს ორად გაყოფს. ამ კანონპროექტის განვითარების პროცესი შემაშფოთებელია, რადგან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა საჯარო პირებთან კონსულტაციების გარეშე. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეს არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით.

თავად სახელმწიფო ინსპექტორმა გააკეთა შეთავაზება კანონმდებლობის განახლების მიზნით, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეს სააგენტო, მაგრამ არ მოხდა ეს და ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, არც ერთი შეთავაზება არ იქნა გათვალისწინებული მთავრობის მიერ შედგენილ ამ პროექტში, რომელიც სამსახურს ორად ყოფს. რაც ყველაზე შემაწუხებელი და მძიმეა არის ის, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ სამსახურში დასაქმებული სპეციალისტების გაშვებას სააგენტოდან. ეს ხალხი თავისი საქმის ექსპერტები არიან, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევენ. მანამდე პარლამენტს მათი საქმიანობის მიმართ კითხვა არ გასჩენია. რთული გასაგებია ამ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლების მარტამდე გათავისუფლება და ნიჭიერების და გამოცდილების შესაძლებლობების დაკარგვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოში, რომელიც ქვეყანას აქვს. უცნაური პროცესია, ამ კანონპროექტის დაჩქარება, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ისევე როგორც არ არის კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. ძალიან შემაშფოთებელია ამ კანონპროექტში შემავალი დებულებები. ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება, გადადეთ ის შემდეგ სასესიო პროცესამდე, რათა ჩატარდეს სათანადო, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved