28
თურქეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
გარდაცვლილი 98 წლის პაციენტი იყო. მას ჩინეთთან დაკავშირებულ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 51-ით გაიზარდა და 98 შეადგინა.
კომენტარები