“დამცინავი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე მაღალდაფინანსებად უწყებას უნიშნავ ადამიანს მინისტრად, რომელსაც, როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრად ზურა აზარაშვილის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.
“ის მხოლოდ იმიტომაა იქ წარმოდგენილი, რომ არის ხელის ადამიანი და “ქართუ ჯგუფის” თუ ბანკის თანამშრომელი. ეს არის რეჟიმი! სანამ ჩვენ ძალიან დიდ სიმართლეს ერთმანეთს არ ვეტყვით, რომ ვართ არამარტო პოლიტიკური ოპონენტების ოპოზიციაში, არამედ რეჟიმის ოპოზიციაში, არ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან”, – განაცხადა მელიამ.
კომენტარები