უკრაინული ტელეკომპანია “რადას” ტელეწამყვანი ვლადიმირ პეტროვი ტელეეთერიდან მოხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზად არხი წესდების დარღვევა სახელდება.
უფრო კონკრეტულად კი ტელეწამყვანი ღია ეთერში გაკეთებული გამონათქვამების გამო დაისაჯა. ცნობილია მის 2 გამონმათქვამი, პირველი – ანგელა მერკელის მისამართით გაჟღერებული შეურაცმყოფელი რეპლიკა – “ნამდვილ სიღორეზე” და მეორე, ქსენოფობიური ფრაზა – “ის ქართველია”.
“იყო სარედაქციო თათბირი, რომელზეც გადაწყდა, რომ პეტროვის გამონათქვამები არხის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პეტროვს ტელეკომპანია “რადას” ეთერში არხის განახლების შემდეგ, საღამოს შოუ უნდა წაეყვანა.
რუსთავი 2
კომენტარები