• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

,,ზრუნვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, მზრუნველ ადამიანს კი აკეთილშობილებს“ – 87 წლის ჟუჟუნა ბებო, ,,კათარზისიდან”

ალია ავტორი - ალია
15:42 12-27-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,102

ჟუჟუნა ბებო წლებია კათარზისის ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ზრუნვა მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის, სასიცოცხლო აუცილებლობაა. ასე ფიქრობენ დანარჩენებიც, ხანდაზმულები, რომლებმაც მზურველობის ფასი ალბათ ყველაზე კარგად იციან.

პანდემიამდე თუ სადმე ნამდვილი გართობა და ხალისი იყო, ეს კათარზისია. ათრთოლებული ხელით, წლებმა თავისი კვალი რომ დაატყო, კამათლებსაც ყოჩაღად აგორებდნენ და ბანქოსაც არიგებდნენ. თამაშის დროს პატარა ეშმაკობებიც შეიძლება, მაგრამ ვინ მოატყუებს ჟუჟუნა ბებოს ან ბატონ დავითს, ქალბატონი ციალაც სულ ყურადღებით არის. ყველაზე მეტად ერთმანეთის ნახვა ახარებდათ და ახლაც იმედი აქვთ, რომ პანდემია ჩაივლის და შეხვედრის ადგილი ისევ კათარზისი იქნება.  
„კათარზისის” შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.

 „კათარზისი“ უკვე 31 წელია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უწყობს ზეიმებს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, დაეხმარეთ „კათარზისს“.

„დღეისათვის „კათარზისი“ ემსახურება 450-ზე მეტ ბენეფიციარს. ესენი არიან საპენსიო ასაკის ხანდაზმულები 60-დან 100 წლის ჩათვლით. მათთვის ჩვენთან  ფუნქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, ინტერნეტ კაფე, სარეაბილიტაციო-სავარჯიშო დარბაზი, კაფე, ბიბლიოთეკა, არტ.თერაპიის ცენტრი, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, კინოდარბაზი, იურიდიული სამსახური, თეატრალური დარბაზი და მასთან არსებული ხანდაზმულთა თეატრი. მარტო სასადილომ 2020 წლის მონაცემებით 3 მილიოონ 110 ათასზე მეტი მომსახურება გასწია.“ – ამბობს ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისი“ პრეზიდენტის მოადგილე ცენტრის მთავარი ფასეულობაა — იზრუნოს ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც „კათარზისს” ამოძრავებს. „თეგეტა ჯგუფი“ ამ ღირებულებებს უსიტყვოდ იზიარებს. სწორედ ამიტომ მოხვდა  ,,კათარზისი“ თეგეტას მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ზრუნვისა და მხარდაჭრისათვის დაიგეგმა. კამპანიის ფარგელებში შეიქმნა პალტფორმა tegeta.care, – ყველას, ვისაც ამ ახალ წელს მოხუცების გახარება გინდათ, თეგეტა ქეარი უმარტივეს გზას გთავაზობთ – შეარჩიეთ ვებგვერდზე სასურველი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მხოლოდ ოთხი ველის შევსების შემდეგ, შეძლებთ დონაციას ხანდაზმულების კეთილდღეობისთვის.  „tegeta.care-დან შემოსული თანხა დაგვეხმარება გავზარდოთ ხანდაზმულთა მომსახურების ხარისხი, სადილების მრავალფეროვნება და კალორიულობა; დავნერგოთ დამატებითი მომსახურებები. გავზარდოთ, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, რომლის მსურველები გვყავს და თავის მხრივ „კათარზისაც“ შეუძლია გაწიოს უფრო მეტი მომსახურება. მეორეს მხრივ, ნებისმიერი სოციალური აქტივობა, გარდა პირდაპირი დახმარებისა, მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რომელსაც ხანდაზმულებზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენც დავბერდებით!“ – ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ პრეზიდენტის მოადგილე

ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის დღესასწაულის მოწყობა თითოეულ ჩვენგანს — მათზე ზრუნვით შეუძლია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved