• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა “ქართული ოცნება” – პაატა მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
15:13 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ჩანაცვლდეს.

საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა უმრავლესობამ მოითხოვა. კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებული განცხადებები კეთდება. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისჯება იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დაადგინა და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა. 

“პირველივე დღეს, როდესაც განცხადება გაკეთდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება, იმ დღიდან დავალება მიიღო ივანიშვილის მხრიდან ყველა ადამიანმა, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ამ სამსახურის გაუქმება. ეს არის დიქტატურის გაგრძელება ამ ქვეყანაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი. 

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირდება. 

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა “ქართული ოცნება” საკმარისი საკონსტიტუციო ხმები რომ ჰქონდეს პარლამენტში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, ისინი ვერ იტანენ ვერანაირ განსხვავებულ ხმას ქართულ პოლიტიკაში. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით ინსპექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელმაც დააჯარიმა პენიტენციური სამსახური,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved