როგორც “ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, 3 წლის ბავშვთან კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.
„ბავშვს ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც რისკის ჯგუფში იყო. „ომიკრონის” გამო არ არის მძიმედ, კორონავირუსული ინფექციის არცერთი მაჩვენებელი არ აქვს შეცვლილი, მსუბუქად მიმდინარეობს. ამ მხრივ არ არის საყურადღებო. ჩვენთან 22 დეკემბრის შემდეგ მკურნალობს. მისი ძირითადი დაავადება კლინიკაში მეთვალყურეობას საჭიროებს”,- აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
წყარო: „ინტერპრესნიუსი”
კომენტარები