„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში, სადაც 13 კარავია გაშლილი, და 200-მდე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს, გიული ალასანია მივიდა, რომელიც მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ენმ-ს წევრები და აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემთ შიმშილობას გააგრძელებენ. ცნობისთვის, 10-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა.
კომენტარები