სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. მას ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება. ამის შესახებ მედიას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა განუცხადა.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი სასამართლოზე წასვლას ფიქრობდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
კომენტარები