• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ალია ავტორი - ალია
10:24 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

27 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი ამინდი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. აქ მზიანი დღეა მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მზიანი იქნება დღე.

მესტიაში მოსალოდნელია ნაწილობრივ მზიანი დღე და 0 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნაწილობბრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

+6 გრადუსი და ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად უნალექო დღე და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გუდაურშიც უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი და +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

რუსთავში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ასევე დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება​ა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved