ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი.
„ვფიქრობ, მომდევნო კვირაში ეს საკითხი ცალსახად ცნობილი უნდა გახდეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების პროცესი იყოს უპრობლემო, კონსტრუქციული და ის საქმეები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროში მე ვმართავდი არ შეწყდეს, შესაბამისად, ჰქონდეს სათანადო გაგრძელება. ამდენად, მინისტრი სამინისტროში როგორც კი მოვა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და ჩამოვყალიბდებით“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.
მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
კომენტარები