• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ხვალ გაიმართება

ალია ავტორი - ალია
14:04 12-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეხვედრაც.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved