• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე დანიელი: მადლობა ღმერთს, რომ მოგვივლინა ასეთი პატრიარქი, რომელმაც ჩვენი სულიერება ფერფლიდან აღადგინა

ალია ავტორი - ალია
16:44 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

იგი ყოველთვის მწუხარე იყო არა იმის გამო, რომ მის მიმართ, ეკლესიის მიმართ იყო წინააღმდეგობა, არამედ მწუხარე იყო იმ ადამიანების გამო, ვინც ამ შეცდომაში იყო და მათთვის ლოცულობდა, დღემდე მათთვის ლოცულობს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე დანიელმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა.

„ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში, მოქმედებს ჩვენზე და რაც უფრო ძლიერია რწმენისკენ სწრაფვა, აღმავლობა, მით უფრო ძლიერია ტალღები წინააღმდეგობისა. ამას უძლებდა და დღემდე უძლებს ჩვენი პატრიარქი და მიუხედავად იმისა, რომ ის აშენებდა და ხშირად ცდილობდნენ, რომ ეს დაენგრიათ, იგი აგრძელებდა. არასოდეს ჩვენ არ გვახსოვს მისგან რაიმე საყვედურიც კი, ჩივილი. იგი ყოველთვის მწუხარე იყო არა იმის გამო, რომ მის მიმართ, ეკლესიის მიმართ იყო წინააღმდეგობა, არამედ მწუხარე იყო იმ ადამიანების გამო, ვინც ამ შეცდომაში იყო და მათთვის ლოცულობდა, დღემდე მათთვის ლოცულობს.

ღრმად მწამს, რომ მისი ლოცვით, ყველა ის კერპი, რომელიც აღმართულია ჩვენს სულებში, დაინგრევა. ამის სიმბოლო, რომ ეს ასე მოხდება, არის ეს 44 წელი. პატრიარქი არის განმათავისუფლებელი. პატრიარქის აღსაყდრება ღვთის განგებით დაემთხვა დიდი მღვდელმთავრის, მეოთხე საუკუნის უდიდესი სასწაულთმოქმედის, წმინდა სპირიდონის, ტრიმიფუნტელი მღვდელმთავრის, დღესასწაულს. ეს იყო უდიდესი სასწაულთმოქმედი, იგი ამარცხებდა ადამიანების სულებში არსებულ ცოდვას.

მთელი ისტორია ჩვენი პატრიარქისა, ეს არის კერპების ნგრევა. მან დაანგრია კერპი ამ ათეიზმის, ის კერპები, რომლებიც იყო აღმართული თავისუფლების მოედანზე, სწორედ მისი ლოცვით შეიმუსრა. ამას აკეთებს სიყვარულით, სიძულვილისა და გაღიზიანების გარეშე. იგი არის დიდსულოვანი, მიმტევებელი და ითმენს ამდენ ტკივილის, შეურაცხყოფას, ისევ ლოცულობს ჩვენთვის. მას აღიარებს არამარტო მართლმადიდებლური სამყარო, არამედ არამართლმადიდებლური სამყარო.

გვინდა, მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ მოგვივლინა ასეთი პიროვნება, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ჩვენი სულიერება. მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ის დიდი მისია, რაც უმძიმესი ჯვარი დააკისრა ღმერთმა, იტვირთა, ატარებს უდრტვინველად. არ ყოფილა მის სახეზე ყოფილიყოს უკმაყოფილების განცდა. შევთხოვოთ უფალს, დიდხანს გვიცოცხლოს. მივმართავ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან დედა ეკლესიის წიაღს, რომ მათ უყვართ პატრიარქი, მაგრამ თუ სურთ, რომ ეს სიყვარული იყოს ქმედითი, დაუბრუნდნენ დედა ეკლესიის წიაღს, ამით ისინი გაახარებენ პატრიარქს, მის ჯვარს შეამსუბუქებენ“, – განაცხადა მეუფე დანიელამ.

დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა. დღეს ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved