კლუბი “ხიდი” ამ დრომდე დალუქულია. კლუბის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ ის სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად აპირებს, რომ უახლოეს მომავალში გახსნას და ჩაატაროს ღონისძიებები. აქსანდერი მიმართავს მთავრობას, მიეცეთ საშუალება უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიხსნას კლუბები.
ვაპირებთ, რომ სხვებთან ერთად გავიხსნათ და მოვითხოვოთ ჩვენი გახსნა. შემდეგ კვირას იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ გამოფხიზლდება მთავრობა და მოგვცემს საშუალებას, რომ ვიმუშაოთ იმ წესებით, რაც ერთად დავადგინეთ. ეს არის უსაფრთხო ღონისძიებები”, – ამბობს თამუნა აქსანდერი.
კომენტარები