საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ცენტრ “ემპათიას” კონსილიუმის წევრები მოინახულებენ.
ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ სამედიცინო მანიპულაციების შედეგებს გაეცნობიან, რაც გასული დღეებში განმავლობაში მესამე პრეზიდენტს უტარდებოდა.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველებიც შეხვდებიან.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ექიმები ამბობენ, მას ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნება და გადაადგილება უჭირს.
კომენტარები