• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუპერმარკეტების ქსელ “იოლი”-ს გახსნის ცერემონიაში მონაწილე ბავშვები უსაჩუქროდ დატოვეს?

ალია ავტორი - ალია
11:11 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

დედოფლისწყაროში, სუპერმარკეტების ქსელ “იოლი”-ს გახსნის ცერემონიაში მონაწილე ბავშვები უსაჩუქროდ დატოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავად ბავშვების მშობლები წერენ.

ობიექტი 23 დეკემბერს გაიხსნა. ადგილობრივ ფილიალს  მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი კურირებს.

სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიას ცეკვებით აფორმებდა ლევან ჯიბღაშვილის დედის, ნონა ჯიბღაშვილის საბავშვო ანსამბლი. ანსამბლის წევრები ღონისძიების შემდეგ უსაჩუქროდ დარჩნენ, რამაც ღონისძიების მონაწილეთა მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.

მშობლების ნაწილი წერს, რომ ბავშვებს ანსამბლიდან გაიყვანენ.

„ჩემი შვილი მიიწვიეს და ესეც თავისი საქმის ძლიერ მოყვარული “მირბის” ყოველ კონცერტზე და სრულიად აუნაზღაურებლად, უსაჩუქროდ ბრუნდება უკან… როდის უნდა გაიგოთ, რომ ადამიანების დრო და ენერგია ფულია? რატომ გინდათ ყველაფერი უფასოდ ამ ქვეყანაში? მიუხედავად ბარბარეს მწველი სურვილისა, რომ გააგრძელოს აქ ცეკვა, გამოეთიშება ჯგუფს და შესაფერის ადგილას გააგრძელებს მოღვაწეობას“ – აღნიშნავს მშობელი, თეო წიკლაური.

ეს ბავშვები რაიონს ამშვენებენ და სილამაზეს ასხივებენ. ნუთუ ამ ახალ მაღაზიის ხელმძღვანელობას ეს აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ საახალწლო ფორმაში გამოწყობილ გოგონებს ტკბილეულით დაასაჩუქრებდა. აქ ყურადღებაა მთავარი და პატარების წახალისება,“ – ამბობს ლია ბერიძე.

„კარგი იქნება, თუ ბავშვების წახალისებას ვისწავლით სხვადასხვა ფორმით. იმისათვის, რომ ჩემი შვილი დამოუკიდებლად ადრე ადგომას და ლოგინის გასწორებას მივაჩვიო, მისი წახალისებაც კი მიწევს და მით უმეტეს, როდესაც კომპანია გეგმავს რაიმე აქტივობას, იქ მონაწილეებზე უნდა იყოს გათვლილი პატარა-პატარა საახალწლო საჩუქრები მაინც.“ – მიიჩნევს ქეთი ქადაგიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved