• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Reuters: რუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკრიბებიან

ალია ავტორი - ალია
12:38 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ბოლო კვირებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი დაქირავებული სამხედროები თავს იყრიან. Reuters-ი ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოთხიდან სამმა ანონიმურმა პირმა, მებრძოლების დამქირავებლისგან დონბასში მოწვევის შეთავაზება მიიღო. მათი თქმით, დამქირავებლებს არ გაუმხელიათ საკუთარი ვინაობა. 

სამიდან ორი შეთავაზებას დათანხმდა, მესამემ კი უარი თქვა.

“სრული ანშლაგია. ყველას იკრებენ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს”, – თქვა Reuters-ის წყაროებიდან ერთ-ერთმა დაქირავებულმა მებრძოლმა, რომელიც შემოთავაზებას დათანხმდა. მან ასევე თქვა, რომ აქამდეც უბრძოლია სირიასა და უკრაინაში, რუსული სამხედრო დაქირავებული ჯგუფების ქვეშ. მან არ დაასახელა კონკრეტული კერძო სამხედრო კომპანიები. ის ლუგანსკში, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთიდან აპირებს გადასვლას. 

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაქირავებული სამხედროების მოხმობის მიზანი უკრაინის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა. რამდენიმე ანონიმური წყარო ამბობს, რომ ეს მოხმობა თავდაცვისთვისაა მომართული და მათ არ იციან რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის გეგმების შესახებ.

ინფორმაციას უარყოფს ალექსანდრ ივანოვი, საერთაშორისო უსაფრთხოების ოფიცრების საზოგადოების ხელმძღვანელი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუს კონტრაქტორ სამხედროებს წარმოადგენს. ივანოვის თქმით, არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში გადადიან. 

დაქირავებულ სამხედროებთან კავშირს უარყოფს სეპარატისტული ჯგუფის, დონბასელი მოხალისეების კავშირის მეთაურიც, ალექსანდრ ბოროდაი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრია. ის ასევე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერია. 

“თუ საჭიროება იქნა, ხალხს მოვიხმობთ, მაგრამ ამჟამად არავინ მოგვიხმია”, – ამბობს ბოროდაი. 

რუსულ დაქირავებულ სამხედროებს ბრალს უშუალოდ კრემლთან კავშირში სდებენ, რასაც მოსკოვი უარყოფს. 

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელთაც ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved