• რეკლამა
  • კონტაქტი
11:52, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიღვიძეთ!” – ვის მიმართავს სოსო გოგაშვილი?

ალია ავტორი - ალია
12:34 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„იცით რატომ არ დალაგდება ეს ქვეყანა და რატომ არ შეიცვლება არაფერი უკეთესობისკენ? (ვგულისხმობ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, გაბედულ ნაბიჯებს, რაც მოიტანს ფუნდამენტურ რეფორმებს და რეალურ ეკონომიკურ ბუმს, როდესაც საშუალო ფენა გაიზრდება, შემცირდება სოციალურად დაუცველი ფენა, გაძლიერდება მცირე ბიზნესი და დიდ ბიზნესებს ჩამოერთმევათ პრივილეგიები, ასევე ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური საქმიანობა. გაიზრდება მშპ მინიმუმ 4 ჯერ.)
იმიტომ, რომ ყველას აქამდე ყველაფერი გავუტარეთ, ყველას ყველაფერი შერჩა. უდანაშაულოს ანადგურებენ, დანაშაულის ჩამდენს აქვს ინდულგენცია, თუ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, ხოლო ყველა დანარჩენი ისჯება უზენაესად. ათმაგი სტანდარტი, აქ ახლა სტანდარტია. სამართალი არ სამართლობს, კლეპტოკრატია ხელშეწყობილი და წახალისებულია. ქვეყანას მართავენ არაფორმალური მმართველები, დიახ არ მეშლება მრავლობითში, რომ ვწერ იმიტომ რომ ასეა. ერთი კაცი არაა. გაგდებული ვყავართ გარედან ყველას, ყველა მხრიდან. პროდასავლური კურსის დეკლარირებას ვახდენთ და ყველა გადავაგდეთ, თუ კი ვინმე გვყავდა მოკავშირე და პარტნიორი.
მტერს კი არ ვუსწორებთ თვალს და ველაპარაკებით, ვემალებით, კუკუდამალობანას ვეთამაშებით მაგიტომაც ვერ მიგვიღია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაფერისი სასარგებლო გადაწყვეტილებები. ვერ გადაგვიჭრია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ვერ აღმოგვიფხვრია კორუფცია, კონტრაბანდა, არალეგალური ბიზნესი, მსხვილი ნარკობიზნესი, ბიუჯეტის გაფლანგვა და გაპარტახება.
პრეტენზია გვაქვს ქრისტიან მართლმადიდებლობაზე და ამ რელიგიის მთავარ პრინციპებს და წესებს არ ვიცავთ. პატრიარქს და ეკლესიას არ ვიცავთ. მეტი რაღა უნდა გვენახა და მოგვესმინა, რაც ბოლო დროს გავიგეთ, იყო რამე რეაქცია ერთგული მრევლისგან? არა, რეაქცია ნული. გამოდის, რომ ეკლესიაში “საპონტაოდ” დადის უმეტესობა.
უფასო სასადილოებში საწყალი ხალხი რასაც იღებს, მაგას შეაჭმევთ თქვენს ოჯახს? სამაგიეროდ ეკლესიის სახელით მავანნი ძალადობენ, მრუშობენ, სუსტს ჩაგრავენ, იპარავენ, ნარკომანობენ, ლოთობენ და კიდევ ათასი ჯანდაბა,“- წერს სოსო გოგაშვილი.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად „სახალხო პარტიის“ წევრი არჩევნების თემას და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ეროვნული შერიგების“ თემასაც ეხება და ოპოზიციას, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული თამაშის წესები მიღების გამო აკრიტიკებს.
„არჩევნები გაყალბდაო. კი გაყალბდა სხვადასხვა სისტემური მეთოდებით და ასე ხდება მუდმივად ბოლო წლებია. უცხოელები უბრალოდ ვერ ხვდებიან, დაუჯერებელია, წარმოუდგენელია მათთვის ეს.
გაიძახით გაყალბდაო და გაყალბებულ პრეზიდენტთან შეხვედრაზე გარბიხართ, შევრიგდეთო, რომ დაახეთქა (დაახეთქებინეს), ძიალოგიო, ძიალოგიო…
ვინ ვის ურიგდება? ალხანა-ჩალხანას? და ზოგიერთი რატომ ჩაჰყევით ამ თამაშში? გაყალბდა და პარლამენტში დასკუპდით, გაყალბდა და საკრებულოში გამიშვი-გამაკავეა.
ჰოდა აი ამიტომაც გვჭირს, რაც გვჭირს. ვიმსახურებთ ამას და არ გვეწყინოს. ამაში დამნაშავე არაა მხოლოდ ის ხალხი, ვინც არჩევნებზე მივიდა, რომელსაც 8-10 % გაუყალბეს. ამაში უფრო მეტად დამნაშავეა ის ხალხი, ვინც არ მივიდა და არ მიდის არჩევნებზე. ყველა ერთად ისინი, ვინც არ იღებენ ხმას არაფერზე და საღათას ძილით სძინავთ, ჰოდა არ მიხვალთ არ გაიღვიძებთ, არ ამოიღებთ ხმას და მიიღებთ იმას, რასაც აქამდე იღებდით და იწუწუნეთ მერე რამდენიც გინდათ. სისტემა მუშაობს იქამდე, სანამ არ დაანგრევ, არჩევნები ფარსია! შერიგებაც ფარსია!!!
ასე, რომ ნუ წუწუნებთ, აიტანეთ ყველაფერი, გაუძელით, დახუჭეთ თვალი, ჩაიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… და ისევ გადაგახევენ თავზე ყველაფერს… მუდმივად. უცებ გაირბენს თქვენი ამ ქვეყნად ცხოვრების დრო, როდესაც მუდმივ ოცნებაში ხართ და მუდმივად შენატრით თქვენს მიერვე “არჩეული” რჩეულების ფუფუნებაში განცხრომას და “გულავს”. თქვენი შვილების ცხოვრებაც ასე გაივლის სხვისი ხელის შემყურე. გაქრება უკვალოდ, მაშინ, როდესაც ეს დალოცვილი ქვეყანა თქვენია და ყველა ის სიკეთე, რაც ამ ქვეყანაშია თქვენ გეკუთვნით. უნდა მიხვდეთ და გაიგოთ, რომ თქვენი ნებით ხდება ის ყველაფერი, რაც არ მოგწონთ და შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ გეშინიათ, არ ცვლით და იძინებთ, გეშინიათ გაღვიძების, რადგან ძილში ფერადი სიზმრებია და იქ ყველა ოცნება “გისრულდებათ”.
გაღვიძებას გისურვებთ ამ ახალ 2022 წელს. ოცნებებზე თავის დანებებას და სრულუფლებიან ადამიანად ცხოვრებას! თქვენი შრომის დაფასებას, თქვენი ღირსების დაბრუნებას, თქვენი ხმის უფლების დაბრუნებას და შიშისგან საბოლოოდ განთავისუფლებას.
გაიღვიძეთ!“- წერს სოსო გოგაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved