• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუთაისში 55 წლის ქალმა ბიოლოგიური შვილი გააჩინა – ,,49 წლის გავთხოვდი, ,,ქალიშვილი გოგო” ვიყავი… კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას”

ალია ავტორი - ალია
10:23 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ირმა ოსაძემ 55 წლის ასაკში პირველად განიცადა დედობის ბედნიერება. მას და მის მეუღლეს, რომელიც 59 წლის არის, პატარა ანასტასია შეეძინათ. ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ ანასტასია მათი ბიოლოგიური შვილია. როგორც წესი, 55 წლის ასაკში ქალის საკვერცხეები ვეღარ ფუნქციონირებს და ხშირად, შვილის ყოლის ბედნიერება რომ განიცადონ, ადამიანები დონორ კვერცხუჯრედს იყენებენ. ამ იშვიათ მოვლენაზე ირმა ოსაძე ,,სარკეს” მოუყვა:

„5 წლის წინ, 49 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ,,ქალიშვილი გოგო” ვიყავი. ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ჩამოსული იყო რეპროდუქტოლოგი თეონა ანთია. მივედი და გავესაუბრე. დამიბარა თბილისში და დავიწყე მკურნალობა. ინვიტრო განაყოფიერების პირველივე ცდაზე დავფეხმძიმდი. მოწესრიგებული მქონდა ორგანიზმში ყველაფერი. ჩემი და ჩემი ქმრის შვილია.

მეუღლე 59 წლის არის.ის უცოლო იყო და მე – გასათხოვარი. ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი. მე თვითონ დედისერთა ვარ. ჩემს მეუღლეს კი ერთი და ჰყავს. გაგვიმართლა. ჩემი ქმარი ამბობდა, მოვსინჯოთო. მე მიჭირდა გადაწყვეტა, რადგან ეს პროცედურა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ჩემმა ქმარმა თქვა, თუ დაგვეკარგება, დაგვეკარგოსო.

ძალიან ჯანმრთელი ვარ და კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას. შეიძლება სუროგატი დედა ავიყვანოთ. ვნახოთ, როგორ ვიქნები. ამ ასაკში ქალთა უმრავლესობას კვერცხუჯრედები აღარ აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ღმერთს ასე უნდოდა”, – აღნიშნა ბედნიერმა დედამ.

ჟურნალი “სარკე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved