• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება, თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს” – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
13:36 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

“ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

„მგონი სააკაშვილის გარდა ყველამ თქვა, რომ თვითონ ტერმინი „ეროვნული შერიგება” არ არის კორექტული და სწორი. თუ საუბარია ეროვნულ თანხმობასა და ქვეყნის საკეთილდღეოდ პოლიტიკური ძალების ურთიერთთანამშრომლობაზე, ეს ნამდვილად კარგი პროცესია და იმედი მაქვს, რომ გარკვეული კონტურები ამ მიმართულებით გამოიხატება. ამ მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა, ხელს რაც ამ პროცესს შეუშლის, ეს არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს.

შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია, თუმცა როცა საუბარია, იმაზე, რომ ვიღაც ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს, სრული აბსურდია ამგვარი რამისთვის შიმშილობა. ეს არ მომხდარა არასდროს, არსად მსოფლიოში და არ მოხდება. არსად არაა რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს. შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცეს არ აქვს არანაირი მომავალი. მოვუწოდებ, ყველა ადამიანს, ვინც ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობას ან უკვე მონაწილეობს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved