• რეკლამა
  • კონტაქტი
23:26, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურორი: მოწმეები ადასტურებენ, რომ უშუალოდ მათ გადასცეს ბადრი პატარკაციშვილს სააკაშვილის მუქარა – თუკი ის არ დათმობდა „ტელეიმედს“, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა

ალია ავტორი - ალია
11:07 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბადრი პატარკაციშვის ქონების მიტაცების საქმეზე დაკითხულია 150 ადამიანი, თუმცა კვლავ გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ამ 150 პირში მოიაზრება პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები – ყველა ის პირი, ვინც მასთან ბიზნეს ურთიერთობებში იყო. ეს პირები ცალსახად ადასტურებენ, რომ სააკაშვილის 2006 წლიდან მოყოლებული ჰქონდა ინტერესი ბადრი პატარაკაციშვილის ქონებისადმი და განსაკუთრებული ინტერესი მას „ტელეიმედი“ მიმართ ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ იმ ეტაპზე „ტელეიმედი“ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია იყო , – ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის სიუჟეტები, რომელიც გადიოდა „ტელეიმედზე“, სააკაშვილისთვის პირადად მიუღებელი იყო.

„მოწმეები ადასტურებენ, რომ უშუალოდ მათ გადასცეს ბადრი პატარკაციშვილს სააკაშვილის მუქარა, რომ თუკი ის არ დათმობდა „ტელეიმედს“, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და საქართველოში არსებულ მის ყველა ბიზნესს შეექმნებოდა პრობლემა, რაც შემდეგში განხორციელდა კიდეც. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 1 კვირაში, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი პირი სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს კონკრეტულ ნოტარიუსთან და იძულების წესით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობით, მოხდა „ტელეიმედის“ ძირითადი წილების გადაფორმება, რომლის ღირებულება დაახლოებით რეალურად 50 მილიონი იყო. ამ პირმა კი იძულების პირობებში დათმო 420 000 დოლარად. ეს ადამიანი ასევე გაიტაცეს ფინანსური პოლიციის შესაბამისმა სამსახურებმა. მის მიმართ განხორციელდა მუქარა. კერძოდ, ის მიაბეს გამათბობელზე და მანამ არ გაათავისუფლეს, სანამ ხელი არ მოაწერა შესაბამის ხელწერილს, რომლითაც ის თმობდა გარკვეულ პოზიციას „ტელეიმედში“, – განაცხადა პროკურომა.

მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2008 წელს მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს და ზიანისთვის, რომელიც მათ მიადგათ, სახელმწიფოსგან 400 მილიონი დოლარი მოითხოვეს.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რეალურად დადგა დავის წაგების საფრთის წინაშე, სააკაშვილის განკარგულებით, მის მიერ მინდობილმა პირმა, საუბარია იუსტიციის მინისტრის მოადგილეზე, აღიარა ხსენებული ქონების წართმევის ფაქტი და პატარკაციშვილების ოჯახთან გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რომლის საფუძველზე მათ დაუბრუნდათ ყველა წართმეული ქონება, გარდა „ტელეიმედისა“. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულ მემორანდუმს სააკაშვილმა კანონმდებლობის უხეში დარღვევით გრიფით საიდუმლო მიანიჭა. ამის მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ“,- განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved