• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმით, რომ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ, თავად დახურა შერიგების თემა – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:48 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყო. შიმშილობის აქციით სააკაშვილმა თავად დახურა შერიგების თემა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა შერიგებაზე ან თანხმობაზეა საუბარი, როცა შანტაჟის ენით საუბრობენ, შიმშილობას აცხადებენ და მიდიან რადიკალურ ზომებზე. შიმშილობის გამოცხადებით მათ ფაქტობრივად უარი განაცხადეს იმ ფორმატზე, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა. ერთი მხრივ თითქოს გამოთქვამენ მზაობას, რომ შეხვედრაზე მასთან მივიდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, აშანტაჟებენ პრეზიდენტს იმით, რომ შეიწყალოს სააკაშვილი. ამ შიმშილობის მოთხოვნაა სააკაშვილის გათავისუფლება, შესაბამისად, ამ შიმშილობის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი უარყოფითი პოზიცია შეწყალებაზე დააფიქსირა. შესაბამისად, ეს არის დარტყმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. ამით ჩანს, თუ რამდენად რთულია სიტუაცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, საკუთარი მხარდამჭერების შანტაჟს ახდენს თუ სპეკულირებს, როცა საკუთარი თავისუფლების საპირწონედ აყენებს მხარდამჭერების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რაც აჩვენებს მის დამოკიდებულებას სხვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved