• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კახა კალაძეს ერთი სული აქვს აქედან გაიქცეს. მილანში ძალიან კარგი პროექტები აქვს და იქ ელოდებოდნენ კიდეც“

ალია ავტორი - ალია
11:31 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ წავა, „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება“, – ასე უწინასწარმეტყველებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომავალ წელს მმართველ პარტიას.

ცნობილი ასტოროლოგი 2022 წელს პოზიტიურად უყურებს და for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ეკონომიკა აღმავლობას დაიწყებს და პანდემიაც მინელდება.

ბატონო მიხეილ ასტრლოგიურად 2021 წელს პოლიტიკურ ცხოვრებას როგორ შეაფასებდით, როგორი წელი იყო?

– საერთო ჯამში, საკმაოდ რთული წელი იყო. ეს ორი წელი 2020 და 2021 წელი საკმაოდ მძიმე იყო. გასულ წელს 6 მზის და მთვარის დაბნელება იყო, წელს კი 4 მზის და მთვარის დაბნელება გვქონდა. როდესაც ამდენი დაბნელებებია, ტრადიციულად სირთულეები მატულობს. ამ ყველაფერს კი პანდემია დაემატა, ასევე ეკონომიკის შეჩერება, პოლიტიკური კუთხით კი დაძაბულობამ იმატა. ეს სირთულეები გავიარეთ, რომელიც ამ დაბნელებებთან იყო დაკავშირებული.

2022 წელი პოლიტიკურად როგორი იქნება?

– 2022 წელი ამ მხრივ მსუბუქია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დავისვენებთ და დავმშვიდდებით, ასე არ იქნება. ვეფხვის წელი მოდის და ვეფხვი ძალიან აქტიურია და ცვლილებები მოაქვს. ცვლილებები შეიძლება იყოს ვნებათაღელვასთან დაკავშირებული, როგორც პოლიტიკის, ისე რელიგიის სფროში. ასევე შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, ახალი ორგანიზაციები. შესაძლოა, დაპირისპირება გაგრძლედეს, რადგან ვეფხვში აგრესიის ელემენტი არის. თუმცა, მაინც შედარებით უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2021 წელია. ამასთან მზის და მთვარის დაბნელება სულ ორჯერ იქნება და ამ მხრივ უკვე კარგია. ეკონომიკა და ტურიზმი გამოცოცხლდება. საბანკო სფეროში ცვლილებები შევა. შესაძლებლობები უფრო მეტი და უკეთესი იქნება, მაგრამ სირთულეები და დაძაბულობა აუცილებლად იქნება. ასე ვთქვათ, პოლიტიკური ვითარება არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა.

პოლიტიკურ ლიდერებსაც რომ შევეხოთ, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისთვის როგორი წელი იქნება, დატოვებს პოსტს, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მიდის?

– პრემიერ-მინისტრის პირადი ჰოროსკოპი არ მინახავს, მარტო ზოდიაქოს ნიშნით ამაზე საუბარი არ შეიძლება. მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ ერთ რამეს ვეტყვი – თუ პრემიერ-მინისტრი წავა, მათ შეუძლიათ სრულ კაპიტულაციას ხელი მოაწერონ და ნელ-ნელა ძალაუფლებას დაემშვიდობონ. შემიძლია ეს პირდაპირ ვუწინასწარმეტყველო. „ქართულ ოცნებაში“ ხალხი ერთადერთი ვისაც ენდობა და ხმა ვისაც მისცა, დღესდღეობით ეს სწორედ დღევანდელი პრემიერ-მინისტრია.

თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის როგორი წელი იქნება?

– კახა კალაძეს ერთი სული აქვს აქედან გაიქცეს. უბრალოდ, ახლა საჭირო იყო და დარჩა. ზოგადად, დარჩა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ პატივი სცა, თორემ მილანში ძალიან კარგი პროექტები აქვს და იქ ელოდებოდნენ კიდეც. ნებისმიერ დროს წავა, როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს. „ქართული ოცნება“ კი აუცილებლად წააგებს, თუკი ირაკლი ღარიბაშვილს დაკარგავს.

ოპოზიციიდან ვის გამოყოფდით, ვის ექნება კარგი ან პირიქით ცუდი წელი?

– ასე რთულია სათქმელად, ვისთვის იქნება კარგი წელი, მისთვის პირადი ჰოროსკოპი უნდა შედგეს, რომელზეც მუშაობას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ზოგადად, რაც შემიძლია გითხრათ, მაგალითად, სააკაშვილს დასავლური კალენდრით, მშვილდოსნიდან გამომდინარე, ცუდი წელიწადი არ აქვს, თუმცა, აღმოსავლური კალენდრით ის თხის წელიწადშია დაბადებული და მომავალი წელიწადი არ უვარგა. ზოგისთვის ცოტა უკეთესი და ზოგისთვის ცოტა უარესი წელი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved